საქართველო C ჰეპატიტის გარეშე
2015-01-21
თბილისის სააპელაციო სასამართლო იღებს საქართველოს პროკურატურის გამოწვევას და უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას - „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“.
საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა.
კამპანია 3 ძირითად გზავნილს ატარებს:
1. C ჰეპატიტი დაძლევადია;
2. დროული დიაგნოსტიკა, განკურნების გარანტიაა;
3. დავიცვათ ჰიგიენის ნორმები.
თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლო გამოწვევას უგზავნის ქუთაისის სააპელაციო, ბათუმის საქალაქო და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებს.