სკოლა "ლოგოსი" სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
2015-02-10
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში სკოლა „ლოგოსის“ მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელს და მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, იხილეს სხდომათა დარბაზები და დაესწრნენ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესს.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია