თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ჰამბურგის მოსამართლეთა დელეგაციას უმასპინძლა
2015-02-26
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჰამბურგისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ.
სტუმრები გაეცნენ ქართულ მარლთმსაჯულების სისტემას და მიმდინარე გამოწვევებს. სამუშაო სესიის ფარგლებში, რომელსაც სააპეალციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ხელმძღავნელობდა მსჯელობა გაიმართა სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის როლსა და არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულებაზე საქართველოში.
სესიის ფარგლებშივე დეტალურად იქნა განხილული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ კოდექსის და მოხდა პარალელების გავლება გერმანულ კანონმდებლობასთან.
ვიზიტის ფარგლებშივე, სტუმრები დაესწრნენ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის ორგანიზაცია: „საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას“ (IRZ) შეხვედრის ორგანიზებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობა მზადაა ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებისათვის ჰამბურგის სასამართლოსთან. აღნიშნული ხელს შეუწყობს, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.