აბიტურიენტთა შეჯიბრი დანაშაული და სასჯელი
2015-06-01
30-31 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავისუფალი უნივერსიტეტის აბიტურიენტთა კონკურსის „დანაშაული და სამართალი“ იმიტირებული პროცესები გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ. გუნდებმა ომის დანაშაულზე მოცემულ საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარმოადგინეს.

მოსამართლეების როლი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებმა და წარმატებულმა პრაქტიკოსმა იურისტებმა შეასრულეს.
გამარჯვებული გუნდის წევრები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან.

თბილისის სააპელაციო სასამართლო უკვე მეორე წელია რაც აღნიშნულ შეჯიბრებას მასპინძლობს, რაშიც ჩვენი სასამართლოს მოსამართლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი .
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია