თბილისის სააპელაციო სასამართლო თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
2015-06-15
თბილისის სააპელაციო სასამართლო მწუხარებას გამოთქვამს და თანადგომას უცხადებს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების გამო, გარდაცვლილთა ოჯახებს და სტიქიით დაზარალებულებს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შტაბი, სადაც შეგროვდება საჭირო ნივთები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი და საკვები. თბილისის სააპეალაციო სასამართლოს მოსამართლეები და თანამშრომლები უერთდებიან აღნიშნულ აქციას. ნივთები სასამართლოში შეგროვდება და შემდეგ მოხდება მათი ტრანსპორტირება უზენაეს სასამართლოში განთავსებულ დაზარებულთა დახმარების შტაბში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდით თბილისის სააპელაციო სასამართლოს კადრების სამსახურს.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია