გამამართლებელი განაჩენი
2015-10-07
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მე-19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა). ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული გ. საქართველოს სსკ-ის მე-19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები, რომელთაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია