მემორანდუმი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან
2015-11-11
თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ემსახურება პროფესიული განათლების ხელშეწყობას.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დირექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში სასამართლო მხარს დაუჭერს უნივერსიტეტს სტუდენტური პრაქტიკის, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების დაგეგმვას და ორგანიზებაში, ასევე სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია