ჰამბურგის სისხლის სამართლის მოსამართლეთა ვიზიტი
2016-04-28
მორიგი სამუშაო ვიზიტი შედგა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წლის 26-28 აპრილს. ვიზიტად იმყოფებოდნენ ჰამბურგის პირველი და მეორე ინსტანციების გაერთიანებული სასამართლოს პრეზიდენტი ქალბატონი სიბილე უმლაუფი და სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეები.

დელეგაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა ბატონი ვალერი ცერცვაძის ხელმძღვანელობით უმასპინძლეს.
შედგა არაერთი საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისათბვის აქტუალურ პრობლემატიკაზე.

უკვე მეორე წელია სასამართლოებს შორის მიმდინარეობს თანამშრომლობა სისხლის სამართლის მიმართულებით, რასაც ხელს უწყობს და აქტიურად მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (IRZ).

განხორციელებული ვიზიტი მიეძღვნა სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში ირიბი ჩვენების მნიშვნელობას და გამოყენების პრობლემატიკას. ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ გერმანული რეგულაციებისა და სასამართლოს მიდგომების შესახებ მტკიცების სტანდარტან დაკავშირებით. განხილვის თემა იყო ასევე გადაწყვეტილებათა გადასინჯვის წინაპირობები და წესი.

მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ოპერატიულ სამძებრო ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერების შემოწმებისას სასამართლოს როლისა და გადაწყვეტილებების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის IRZ-ს მხარდაჭერისათვის და ქართველი მოსამართლეთათვის მიცემული შესაძლებლობისთვის, უშუალოდ შეხვდნენ და გაუზიარონ გამოცდილება გერმანელ კოლეგებს.

იმედს გამოვთქვამთ, დაწყებული თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად და ინტენსიურად გაგრძელდება.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია