სასამართლოში 2015 და 2016 წლებში საქმეთა ნაკადი 17%-ით გაიზარდა
2017-03-06
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის ინიციატივით, სასამართლოს ვებ-გვერდს დაემატა „სტატისტიკის დეშბორდი“ - გვერდი, რომ მეშვეობით შეგიძლიათ გრაფიკული გამოსახულების სახით იხილოს სასამართლოს სტატისტიკა 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, ასევე შეადაროთ აღნიშნული სტატისტიკა წლების მიხედვით, როგორც ყველა საქმესთან, ასევე საქმეთა კატეგორიებთან და წარმოების სახეებთან მიმართებით. შედარების გზით გვერდი იძლევა საშუალებას ავტომატურად დადგინდეს, თუ რამდენი პროცენტით შეიცვალა საქმეთა ნაკადის სიდიდე წლების განმავლობაში.
ვფიქრობთ, წარმოდგენილი გვერდი ხელს შეუწყობს საქმეთა ნაკადის ეფექტურ მართვას, უფრო მეტ პრაქტიკულ მნიშვნელობას მიანიჭებს სასამართლო სტატისტიკის წარმოებას, გააუმჯობესებს მონაცემების როგორც შინაარსობრივ, ასევე ვიზუალურ აღქმადობას.
„სტატისტიკის დეშბორდი“ იხილეთ ჩვენს საიტზე სტატისტიკის გვერდის მენიუში.