ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია
2013-12-20
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად გაბისონიას ლექცია გაიმართა თემაზე: "უცხოური იურიდიული პირების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა".
ლექციის საჯაროობიდან გამომდინარე, ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ჩატარებულ შეხვედრას დაესწრნენ, როგორც სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლები და სტაჟიორები, ასევე სტუდენტები სხვა უმაღლესებიდან და სხვა სასამართლოების თანამშრომლებიც. ლექცია გადაიცემოდა ლაივსტრიმითაც, შესაბამისად მათ ვინც ვერ შეძლეს ლექციაზე დასასწრებად სასამართლოში მოსვლა, შეეძლოთ ლექციისათვის ლაივსტრიმის საშუალებით ედევნებინათ თვალყური.
შეგახსენებთ, რომ საჯარო ლექციები, სემინარები და პრეზენტაციები, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში იმართება.
განგრძობადი განათლების პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. დაგეგმილი ლექციების და პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.edu.court.ge
ფოტო
ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია