საგამოძიებო კოლეგიის განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ
2017-03-22
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას 1გ/386-17 (2017-03-21). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გ.ჯ.-ს წარედგინა ბრალდება მის დაუსწრებლად ადვოკატის მეშვეობით, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის. პროკურორმა ითხოვა ბრლადებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და არც ერთი სახე აღკვეთის ღონისძიების არ გამოიყენა. აღნიშნული განჩინება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააგმოძიებო კოლეგიამ განჩინებაში განმარტა, რომ ვინაიდან ბრალდებულს სხვა საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს თ/ა და მისი დაკავებისთანავე სრულად იქნება აღკვეთილი ბრალდების მხარის მიერ დასახელებული საფრთხეები, პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძველი არ არსებობს. ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი;
☛ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება;
☛ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.