ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-06-08
8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ააიპ ,,ინოვაციური განათლების ცენტრის" სტუდენტები ეწვივნენ.
ტრადიციისამებრ, სტუდენტებისთვის ,,სასამართლო ტურის" პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი ნათია გაბინაშვილი უძღვებოდა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას, მოსამართლის როლს და სხვა სამართლებრივ საკითხებს.

ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები.

შეგახსენებთ, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს პერმანენტულად სტუმრობენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია