2017 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ა(ა)იპ „თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის“ თანაორგანიზებით ეწვია ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი დეკანი (2013-2016 წწ.) რიჩარდ ბეილსი.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ (საქმეთა ნაკადის მართვა, ელექტრონული საქმისწარმოება და სხვ.) და ისაუბრეს მათი გადაჭრის პოტენციურ გზებზე.