თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სააპელაციო სასამართლოში
2017-12-01
თბილისის სააპელაციო სასამართლო კვლავაც აგრძელებს სასამართლო ტურის პროექტს, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს, ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ სასამართლოს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები, დასვან შეკითხვები და აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, მოისმინონ პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, მისი ფუნქციონირებისა და მოსამართლის როლის შესახებ, ხოლო ტურის ბოლოს დაათვალიერონ სასამართლოს სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტების გამოფენა.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 30 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს უძღვებოდა თავჯდომარის ბიუროს კონსულტანტი ნათია გაბინაშვილი.

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია