სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2017-12-22
სასამართლო ტური, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღებისა და ინტერესის გაღვივებას, სასამართლო სისტემის მიმართ კვლავ დიდი ინტერესით გრძელდება . 21 დეკემბერს თბილისი სააპელაციო სასამართლოს კანდიდის სკოლის XIII, IX, X კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია, მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები, გაეცნენ სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას. ხოლო ტურის ბოლოს, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. სასამართლო ტურს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე უძღვებოდა.

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია