თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება
2019-06-25
წარმოგიდგენთ 2019 წლის 20-21 ივნისს განხორციელებული სამართალდარღვევის ფაქტზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოსული საქმეების შეჯამებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილი იქნა 61 პირის სააპელაციო საჩივარი. რიგ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა შეამცირა განსაზღვრული სახდელი, ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა საქმისწარმოება, ზოგ შემთხვევაში კი დაუშვებლად ცნო და განუხილველი დატოვა სააპელაციო საჩივარი. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 55 პირი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ერთი პირი კი, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით შეუმცირდა ადმინისტრაციული სახდელი, დღეს გათავისუფლდება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.

ვიდეო / აუდიო

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია