სკოლის მოსწავლეებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-11-03
თბილისის სააპელაციო სასამართლო კვლავაც აგრძელებს სასამართო ტურის პროექტს, რომლის ფარგლებშიც სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ სასამართლოს, მოისმინონ პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, მისი ფუნქციონირებისა და მოსამართლის როლის შესახებ, ხოლო ტურის ბოლოს დაათვალიერონ სასამართლოს შენობა, სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტების გამოფენა. სწორედ ამ პროექტის ფაგლებში, 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 213-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს უძღვებოდა სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე.
ვრცლად
ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-06-08
8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ააიპ ,,ინოვაციური განათლების ცენტრის" სტუდენტები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სტუდენტებისთვის ,,სასამართლო ტურის" პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი ნათია გაბინაშვილი უძღვებოდა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას, მოსამართლის როლს და სხვა სამართლებრივ საკითხებს. ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები. შეგახსენებთ, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს პერმანენტულად სტუმრობენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
ვრცლად
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-06-02
1 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. სასამართლო ტურის პირველი ნაწილი პრეზენტაციას დაეთმო, რომელსაც უძღვებოდა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო სისტემას, მოსამართლის როლს, ბავშვთა უფლებებს, ასევე იმსჯელეს სხვადასხვა კაზუსებზე. ტურის ბოლოს კი, ტრადიციისამებრ, დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები.
ვრცლად
თსუ-ს სტუდენტები სასამართლოში
2017-05-29
25 მაისს, სასამართო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ეწვივნენ. ტურის პირველ ნაწილში, ტრადიციისამებრ, პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სისტემას, მოსამართლის როლს და სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს. ტურის ბოლოს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლო სხოდმის დარბაზები.
ვრცლად
103-ე სკოლის მოსწავლეებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-04-28
27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სტუმრებისათვის სასამართლო ტური გაიმართა. თავმჯდომარის ბიუროს კონულტანტმა ნათია გაბინაშვილმა მოსწავლეებს გააცნო სასამართლო ხელისუფლების დანიშნულება, საქართველოს სასამართლოების სისტემა, მოსამართლის როლი. ხოლო ტურის ბოლოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სასამართლო სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტები, რომელიც გამოფენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში.
ვრცლად
წმ. ნინოს სახ. სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
2017-03-17
16 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სტუმრებისთვის სასამართლო ტური გაიამართა. თავმჯდომარის ბიუროს კონულტანტმა თამარ ერგემლიძემ მოსწავლეებს გააცნო სასამართლო სისტემა, მოსამართლის როლი, არასრულწლოვანთა უფლებები. ხოლო ტურის ბოლოს, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, რომ სასამართო ტურის პროექტი 2013 წელს დაინერგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით და დღემდე დიდი მოთხოვნით სარგებლობს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებში.
ვრცლად
სტუდენტებისათვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-03-10
9 მარტს, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები ეწვივნენ. ტრადიციულად, ტურის I ნაწილში პრეზენტაცია გაიმართა სტუდენტებისათვის, რომელსაც თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი უძღვებოდა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სისტემას, მოსამართლის სამართლებრივ სტატუსს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას და სასამართლოს როლს. ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების გამოფენა.
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მადლობის სიგელი გადაეცა
2017-03-02
თბილისის სააპელაციო სასამართლო კვლავაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან მომავალი თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. მათ შორისაა ინოვაციური განათლების ცენტრი. 2 მარტს, აღნიშნული ცენტრის სტუდენტები კიდევ ერთხელ ეწვივნენ სასამართლოს. სასამართლო ტურის ფარგლებში სტუდენტებს სასამართლოს მენეჯერი უჩა თოდუა შეხვდა. პრეზენტაციის გამართვის შემდეგ, ინოვაციური განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მადლობის სიგელი გადასცეს.
ვრცლად
სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2017-02-24
23 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა სასამართლო სისტემისა და მოსამართლის როლის შესახებ. ტურის ბოლოს, ტრადიციისამებრ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად სასამართლოში
2017-02-02
2 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს რუსთავის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტური თავმჯდომარის ბიურომ გამართა. ამჯერად, პრეზენტაცია გამართა თვმჯდომარის ბიუროს უფროსმა უჩა თოდუამ. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლოს სისტემას, მოსამართლის როლს, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტურის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
ვრცლად
სასამართლო ტური
2016-12-23
22 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის 172-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. სტუმრებისთვის პრეზენტაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონულტანტმა თათია ქვრივიშვილმა გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები გაცნენ არასრულწლოვანთა უფლებებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლის როლს, იმსჯელეს კაზუსებზე.
ვრცლად
სასამართლო ტური 155-ე საჯარო სკოლის მოსწვალეებისთვის
2016-11-18
17 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სასამართლო ტურის ფარგლებში, ამჯერად თბილისის 155-ე საჯარო სკოლის სამართლით დაინტერესებული მოსწავლეები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტური თავმჯდომარის ბიურომ გამართა. მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მელაძემ, გააცნო მათ სასამართლოს სისტემა, მოსამართლის როლი, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
ვრცლად
სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2016-11-11
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით დანერგილი სასამართლო ტურის პროექტი კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 10 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამჯერად 107-ე საჯარო სკოლის სამართლით დაინტერესებული მოსწავლეები ეწვივნენ. მათთვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო ხელისუფლების დანიშნულებას, სასამართლოსა და მოსამართლის როლს, არასრულწლოვანთა უფლებებს, იმსჯელეს სხვადასხვა კაზუსებზე. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტურის ბოლოს დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სამართლით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
ვრცლად
სტუდენტები სტუმრად სასამართლოში
2016-10-26
25 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ELSA -ს სტუდენტები ეწვივნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თამარ ერგემლიძემ. პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და მოსამართლის საქმიანობის. ტურის ბოლოს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამართლით
ვრცლად
ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტები სტუმრად სასამართლოში
2016-10-21
21 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტური თავმჯდომარის ბიურომ გამართა. ამჯერად, სტუდენტებს ბიუროს უფროსი უჩა თოდუა შეხვდა, გააცნო მათ სასამართლოს სისტემა, მოსამართლის როლი, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
ვრცლად
სასამართლო ტური თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
2016-10-13
12 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრად ეწვივნენ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მელაძემ. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სისტემას, მის დანიშნულებას, მოსამართლის როლს. ტრადიციისამებრ, ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, სასამართლო ტური თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით 2013 წლიდან იმართება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასის სამართლით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისათვის.
ვრცლად
სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
2016-06-08
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით კვლავაც გრძელდება სასამართლო ტურის პროექტი. ამჯერად, სასამართლოს კასპის კერძო სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ. ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თამარ ერგემლიძემ. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლის საქმიანობას, არასრულწლოვანთა უფლებებს. პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ კაზუსებზე. ტრადიციისამებრ, პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტები სასამართლოში
2016-05-20
19 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინოვაციური განათლების ცენტრის (IEC) იურიდიული ფაკულტეტის სტუდეტები ეწვივნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს უფროსმა უჩა თოდუამ. სტუდენტები გაეცნენ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლის საქმიანობას. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, ტრადიციისამებრ, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტური უკვე მესამე წელია პერმანენტულად იმართება თბილისის სააპელაციო სასმართლოში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამართლით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისათვის.
ვრცლად
169-ე სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში
2016-03-28
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბურო კვლავაც განაგრძობს სასამართლო ტურის პროექტს სამართლით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაჯულტეტის სტუდენტებისათვის. 24 მარტს, სასამართლომ 169-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სასამართლო სისტემისა და მოსამართლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მელაძემ. ტრადიციისამებრ, ტურის ბოლოს მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
102-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
2016-03-18
17 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 102-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. მოსწავლეები გაცნენ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციას, სასამართლო სისტემას, მოსამართლის საქმიანობას, არასრულწლოვანთა უფლებებს. პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ კაზუსებზე. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, სასამართლო ტურის პროექტი თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით უკვე წამდენიმე წელია ხორციელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ, როგორც სამართლით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასის მოწავლეებს, ისე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.
ვრცლად
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეების ვიზიტი
2016-03-01
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ეწვივნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თამარ ერგემლიძემ. პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და მოსამართლის საქმიანობის. ტურის ბოლოს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამართლით
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია