თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო ახორციელებს "ახალი სასამართლო ფორმების" პროექტს.
პროექტის მიზანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა სასამართლო ფორმის ნიმუშის შექმნა.
გაითვალისწინეთ, რომ პროექტი პილოტური ხასიათისაა. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შექმნილი არცერთი ფორმის გამოყენება არაა სავალდებულო.
ფორმებთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ონლაინ დახმარების ან ელექტრონული ფოსტის (tbappeal@court.ge) მეშვეობით.