სამართლიანი სასამართლოს უფლება, სარჩელის მიღებაზე უარის თქმა
2014-11-04
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს საქმეებზე 2ბ/3105-14 და 2ბ/4501-14.

"პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება."

საქმე 2ბ/3105-14
შეეხება შემდეგ თემები:
● პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება;
● სარჩელის მიღებაზე უარის თქმა.
განმარტავს შემდეგ ნორმებს:
● სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი;
● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი.

საქმე 2ბ/4501-14
შეეხება შემდეგ თემები:
● სარჩელის მიღებაზე უარის თქმა;
● აღიარებითი სარჩელი;
● სარჩელის უზრუნველყოფა;
● გადაწყვეტილების დასაბუთება;
● სამართლიანი სასამართლო.
განმარტავს შემდეგ ნორმებს:
● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 180-ე, 191-ე, 285-ე მუხლები.
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია