სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
2014-11-20
"დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის."

წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/6870-13.

მოსამართლეები:
● ქეთევან მესხიშვილი;
● ნათია გუჯაბიძე;
● ნატალია ნაზღაიძე.

თემები:
● სამსახურში აღდგენა;
● განაცდურის ანაზღაურება;
● უფლების ბოროტად გამოყენება;
● შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა;
● მტკიცების ტვირთის განაწილება შრომის სამართალში;

განმარტებები:
● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის;
● შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლები;
● სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი.

გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია