თბილისის სააპელაციო სასამართლომ ა.ა. მცირეწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნო
2020-10-01
2020 წლის 1 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მცირეწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასასამართლოს 2020 წლის 13 მაისის გამამართლებელი განაჩენი ა.ა-ს მიმართ და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ მცირეწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ უზუნთალაში, ა.ა-მა თავისი ნათესავი - 2014 წლის 8 იანვარს დაბადებული ე.კ-ა ძალის გამოყენებით აიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით ა.ა-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა