ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტები სასამართლოში
2016-05-20
19 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინოვაციური განათლების ცენტრის (IEC) იურიდიული ფაკულტეტის სტუდეტები ეწვივნენ.

სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს უფროსმა უჩა თოდუამ. სტუდენტები გაეცნენ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლის საქმიანობას.
პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, ტრადიციისამებრ, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტური უკვე მესამე წელია პერმანენტულად იმართება თბილისის სააპელაციო სასმართლოში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამართლით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისათვის.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია