თსუ-ს სტუდენტები სასამართლოში
2017-05-29
25 მაისს, სასამართო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ეწვივნენ.

ტურის პირველ ნაწილში, ტრადიციისამებრ, პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სისტემას, მოსამართლის როლს და სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.

ტურის ბოლოს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლო სხოდმის დარბაზები.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია