სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
2013-12-22
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს პროექტს, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მასშტაბური და მრავალრიცხოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც სამართლებრივ თემაზე არსებულ ელექტრონულ ლიტერატურასა (1584 ჩანაწერი) და პრაქტიკისათვის მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებს აერთიანებს.
ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს დარეგისტრირების შემდეგ. ამჟამად ბიბლიოთეკაში რეგისტრირებულია 15000-ზე მეტი მომხმარებელი.
პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.