თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბიბლიოთეკა
2013-12-23
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ისევე, როგორ მსოფლიოს წამყვანი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნების სასამართლოებში, მოქმედებს სამართლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისათვის. ბიბლიოთეკაში დაცულია 2000-ზე მეტი იურიდიული და მომიჯნავე ხასიათის ლიტერატურა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბიბლიოთეკის ფონდის გამდიდრებაზე, რაშიც აქტიურად გვეხმარებიან კერძო შემომწირველები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები. ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვანი სამართლებრივი ლიტერატურის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი პირობაა სამოსამართლო სამართლის განვითარებისათვის.
პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.