ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
2023-01-18
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური თარგმანი) შემდეგ საქმეებზე:

- აბდი იბრაჰიმი ნორვეგიის წინააღმდეგ - საქმე ეხებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს, რამაც დედასა და ბავშვს შორის კავშირის შესუსტება გამოიწვია, დედის და მშვილებლების განსხვავებული კულტურული და რელიგიური შეხედულებების კონტექსტში.

- V.C.L. და A.N. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - საქმე ეხებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების გაუტარებლობას არასრულწლოვნების დასაცავად, მიუხედავად სარწმუნო ეჭვის არსებობისა იმის შესახებ, რომ ისინი ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლნი იყვნენ.

სამართლებრივი შეჯამებები შეგიძლიათ იხილოთ თანდართული დოკუმენტების სახით.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია