თბილისის სააპელაციო სასამართლოს ტაილანდის გენერალური პროკურატურის დელეგაცია ეწვია
2023-03-23
22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ტაილანდის გენერალური პროკურატურის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, სასამართლოს მენეჯერმა და თავმჯდომარის ბიუროს უფროსმა უმასპინძლეს.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ საქართველოს საერთო სასამართლოების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ისტორიას და სტრუქტურას, საქმიანობის სპეციფიკას და საქმეთა განხილვის ძირითად სტატისტიკურ მაჩვენებლებს. ამასთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიზიტორებმა მიიღეს ინფორმაცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე.