საჯარო გაკვეთილი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში
2014-01-30
29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, მოსამართლე ლაშა კალანდაძემ და სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელმა უჩა თოდუამ ნიუტონის თავისუფალი სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს საჯარო გაკვეთილი მოსამართლის სტატუსისა და დამოუკიდებლობის, სასამართლოს ატრიბუტიკის, საქართველოს სასამართლოების სისტემისა და ადამიანის ბუნებითი უფლებების შესახებ.
საჯარო გაკვეთილი ჩატარდა ინტერაქტიული მეთოდით - მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაესვათ და პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე, ემსჯელათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვა და მოსაზრებები.