სამართლებრივი ოლიმპიადის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ
2014-01-31
29 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟორებისთვის მოეწყო სამართლებრივი ოლიმპიადა "კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვალერი ცერცვაძემ, სიტყვით მიმართა სტაჟიორებს, მიულოცა მათ წარმატებული გამოსვლა და ისაუბრა მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი ოლიმპიადაში აქტიური მონაწილეობისათვის.