1 ნოემბერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაარსების დღეა
2024-11-01
თბილისის სააპელაციო სასამართლო 2005 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ამავე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საჩივრები აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს და აპარატის თანამშრომელს ვულოცავთ ჩვენი სასამართლოს თანამედროვე ფორმაციით დაარსების დღეს. ვუსურვებთ წარმატებულ და ღირსეულ პროფესიულ საქმიანობას!
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია