სამძიმარი
2025-03-26
თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სასამართლოს მოსამართლის ბატონი გელა ქირიას გარდაცვალების გამო.
ბატონი გელა მრავალი წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით, ემსახურებოდა ქართულ მართლმსაჯულებას, ღირსეულად ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, იყო სამაგალითო კოლეგა და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი.
მისი გარდაცვალება უმძიმესი დანაკარგია ჩვენი სასამართლოსთვის და ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის.
ვუსამძიმრებთ ბატონი გელა ქირიას ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ახლობლებს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია