ვაკანსიები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2014-03-04
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულია მოხელეთა შესარჩევი კონკურსი.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ შემდგომ ვაკანსიებზე:1.საკურიერო სექტორის კურიერი 2.სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტი 3.მოსამართლის თანაშემწე. 4. თავმჯდომარის ბიუროს სპეციალისტი. 5. თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი. 6. საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.
განაცხადების გაკეთება, საჯარო სამსახურის ბიუროს (www.hr.gov.ge) საშუალებით 13 მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: www.hr.gov.ge