ბათუმელი სტუდენტები სტუმრად თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2014-03-07
თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს: შორენა ყაველაშვილს, მაია ივანიძეს, თამარ ზაბახიძეს, ლეილა მამულაშვილს და თავმჯდომარის მრჩეველს კახა კობერიძეს.

მოსამართლეებმა საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში, სტუდენტებს გააცნეს სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები, განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ლექციის ბოლოს კი მოსამართლეებმა პრაქტიკული რჩევები მისცეს მომავალ იურისტებს.

ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია