იმიტირებული პროცესების ფინალი სააპელაციო სასამართლოში
2014-03-24
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თავისუფალი პარლამენტის ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა.

დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომელთაც გასახილველად მიცემული ქონდათ ევროპული სასამართლოს მიერ განხილული ერთ-ერთი საქმე.

სტუდენტები, რომლებიც გაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად, მოსამართლის წინაში საკუთარი არგუმენტაციებით და ფაქტებით წარსდგნენ, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებით მათ საკუთარი პოზიციის სისწორე უნდა დაემტკიცებინათ.

იმიტირებული პროცესი 2 საათს გაგრძელდა, მის ბოლოს კი იმიტირებული პროცესის "მოსამართლემ" გამოავლინა გამარჯვებული იგუნდი, რომელთაც თავისუფალი უნივერსიტეტისგან სამახსოვრო დიპლომები და სიგელები გადაეცათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტი ფარგლებში, სტუდენთა პრაქტიკული ცოდნის ამაღლების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებთან.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია