გერმანიისა და პოლონეთის დელეგაციები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2014-04-15
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გერმანიისა და პოლონეთის მოსამართლეთა დელეგაციებს უმასპინძლა. სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდოამრე ვალერი ცერცვაძე ხელმძღვანელობდა განხილული იქნა სასამართლოთა შორის თანამშრომლობის, მოსამართლეთა შორის პრაქტიკის ურთიერთგაცვლისა და სასამართლო მმართველობის საკითხები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვიზიტად მყოფ დელეგაციებს ხელმძღავნელობდნენ დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი ულრიხ ჰაგენლოხი და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოს პრეზიდენტი ანდრეი ნიედუჟაკი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები, მსჯელობდნენ ისეთ თმებზე როგორიცაა: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმის გამოწვევები, თბილისის სააპელაციო სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში - იურისდიქცია, საქმიანობა, ფუნქციები, მენეჯმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენ-ვროცლავის სასამართლოებს შორის უკვე ორი წელია მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, მის ფარგლებში ქართველი მოსამართლეები არაერთხელ იმყოფებოდნენ ჰოსპიტაციაზე დრეზდენის სასამართლოში.
ღონისძიება, გერმანიის საერთაშორისო თანამშორმლობის საზოგადოების ორგანიზებით ხორციელდება (GIZ).