გერმანიისა და პოლონეთის სასამართლო დელეგაციების ვიზიტი დასრულდა
2014-06-06
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა დრეზდენისა და ვროცლავის სასამართლო დელეგაციების ვიზიტი. გუშინ ბოლო სამუშაო შეხვედრები სააპელაციო სასამართლოში შედგა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გერმანიის დელეგაციის თავმჯდომარემ, ულრიხ ჰაგენლოხმა განიხილა გერმანიის სასამართლოში მოხელეთა დაწინაურებისა და წახალისების წესი, ასევე მოხლეთა დანიშვნის საკითხები.

ამავე შეხვედრაზე, თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია განგრძობადი განათლების პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებში სასამართლოში, იმართება ლექციები, პრეზენტაციევი, ვორკშოპები. ამავე პროექტის ფარგლებში, ხორციელდება სასამართლო ტურები. ტურის საშუალებით ვიზტორებს ეძლევათ საშუალება დაათავლიერონ სასამართლო და მოისმინონ პრეზენტაცია სასამართლო სტრუქტურის შესახებ.

ამავე დღეს, პოლონეთის დელეგაციის წევრემა შეხვედრა გამართეს სააპელაციო სასამართლო მოსამართლეებთან, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მოხდა პოლონეთის სააპეალციო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურული შედარება.

პოლონეთისა და გერმანიის დელეგაციების შემდგომი ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში ივლისის თვეშია დაგეგმილი.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია