იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალი
2014-06-30
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა იმიტირებული პროცესების ოლიმპიადის ფინალი შედგა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, იმიტირებული პროცესების ოლიმპიადა სამართლის ყველა კურსის სტუდენტებს შორის ტარდება. მის ფარგლებში სტუდენტური ჯგუფები ერთმანეთს კაზუსების ამოხსნაში და სამართლებრივი ცოდნის დემონსტრირებაში ეჯიბრებიან, გუნდებს ჰყავთ მწვრთნელები, რომლებიც სტუდენტებს წარმატებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან სტუდენტების განათლების ხელშეწყობის კუთხით. სასამართლო მიესალმება ყველა ამგვარ საინტერესო პროექტს და მზადაა აქტიურად ჩაერთოს მსგავს წამოწყებებში.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია