თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახალი საიტის პრეზენტაცია
2014-07-04
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახალი ვებ-საიტი აქვს. განახლებული საიტის პრეზენტაცია სააპელაციო სასამართლოში ფართო აუდიტორიის წინაშე შედგა.

ახალ საიტის ძველი მისამართით (www.tbappeal.court.ge), მომხმარებელს ბევრ ინოვაციასა და საინტერესო ფუნქციას სთავაზობს.

საიტზე დეტალურადაა მოცეული ინფორმაცია სასამართლოს მოსამართლეების, ადმინისტრაციისა და ყველა მიმდინარე სიახლის შესახებ.

სიახლეების გრაფაში ვიზიტორებს შეუძლია სასამართლოში მომხდარი ყველა სიახლის ნახვა, აქვეა პრესრელიზები სასამართლოს საინტერესო გადაწყვეტილებების, მიმდინარე განგრძობადი განათლების პროექტს და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

საიტზე განთავსებულია თავმჯდომარი მისასალმებელი სიტყვა, მისი ბიოგრაფია, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ბიოგრაფიები. საიტი შეიცავს ინფორმაციას სპიკერ მოსამართლეებისა და პრესსამსახურის შესახებ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც საიტი ვიზიტორებს სთავზობს - სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესების განრიგებია. აღნიშნულ გრაფაში მითითებულია არამხოლოდ პროცესის ჩატარების დრო და თარიღი, არამედ ინფორმაცია სხდომის დარბაზის, მოსამართლისა და რაც ყველაზე მთავარია პროცესის სტატუსის შესახებ. სტატუსი აჩვენებს დაწყებულია პროცესი, დასრულებული, თუ მიმდინარეობს. აღნიშნული, მნიშვნელოვნად გაამარტივეს, ჟურნალისტების, მხარეებისა და მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებულობას.

საიტზე განთავსებულია სტატისტიკური მონაცემები, ასევე სარჩელის ფორმები და რეგულაციები, რაც საიტს ხდის გაცილებით მოქნილს ფართო მომხმარებისათვის.

საიტი ინტეგრირებულია სამართლის განმარტებით ლექსიკონთან, საიტზე განთავსებული ტექსტში ნებისმიერი სამართლებრივი ტერმინის მონიშვნის შემთხვევაში, მომენტალურად ჩნება აღნიშნული სიტყვის განმარტება.

საიტი მოქნილი გახდა მათთვის ვისაც სასამართლოს ტურში სურს მონაწილეობის მიღება - უმარტივესი პროცედურის გავლის შემდგომ, ხდება სასურველ დღეს ტურზე რეგისტრაცია.

საიტი საშუალებას იძლევა გაეცნოთ სასამართლოს სტრუქტურას, ვიდეო და ფოტო გალერეას, იგი ორიენოვანია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებულ პირისათვის.

გარდა ზემოთქმულისა ვებ-გვერდს დაემატა შემდეგი ინოვაციური ფუნქციები:
- ონლაინ დახმარება;
- სამართლებრივი სიახლეების დაიჯესტი;
- რეგისტრაცია დისტანციური პრაქტიკაზე;
- საპროცესო ვადების გამოთვლა;
- ვებ-გვერდის ანდროიდის აპლიკაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლო აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-გვერდის განვითარებას.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია