ევროპის საბჭოს ექსპერტების ვიზიტი სასამართლოში
2014-11-12
11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ევროპის საბჭოს ბრიტანელი ექსპერტები – რეი ბურნინჰემი და გარ იენი ესტუმრნენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა, გიორგი კოპალიანმა, სტუმრებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა, რის შემდეგაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის დროს განხილულ იქნა სასამართლოს მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, მოხელეთა საქმიანობის შეფასებისა და ინოვაციების მართვის საკითხები.