180-ე სკოლის აღსაზრდელები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
2014-11-28
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში 180-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიას და მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ.

მოსამართლე თამარ ალანიამ საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში ისაუბრა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მოსწავლეებს გააცნო სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები და სხვა...

პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, იხილეს სხდომათა დარბაზები და მოსამართლეების როლიც კი მოირგეს მცირე ხნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლო, ყოველკვირეულად მასპინძლობს როგორც მოსწავლეებს ასევე სტუდენტებს, სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო მუდმივად ცდილობს მიიტანოს ცოდნა ახალგაზრდებამდე რითაც ხელს უწყობს სამართლებრივი განათლების გაძლიერებას საზოგადოებაში.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია