აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა
2014-12-19
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის: 2ბ/223-14 გადაწყვეტილება.

მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსრულების წესის და საშუალების შეცვლა. მოპასუხემ პირველ ინსტანციაში წარადგინა შესაგებელი. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (შემცირდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). მოპასუხემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა სესხის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ თანხების კორექტირება (შემცირება) მოვალის სასარგებლოდ ვერ განხორციელდება მოვალის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი შეგებებული სარჩელის წარდგენის გარეშე. მოპასუხემ შეგებებული სარჩელის წარუდგენლობის გამო სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხების შემცირების უფლება, წინამდებარე საქმეზე გამართულ სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში, დაკარგა.

გადაწყვეტილებაში განხილული თემებია:

1.აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა;
2. აღსრულება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე;
3.შეგებებული სარჩელი; გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები;
4. მოვალის ვალდებულების ფარგლები იპოთეკის საგნის რეალიზაციისას;
5. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები;

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია:

1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 377. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები;
2.სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 301. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა;
3.სააღსრულებო წარმოებათა შესახებ - მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 263. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა;
5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 189. შეგებებული სარჩელის მიღების პირობები;
6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 384. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები;
7. ნოტარიატის შესახებ - მუხლი 40. აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე;
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია