პრეზენტაციები უმაღლეს სასწავლებლებში
2014-12-23
18, 19 და 22 დეკემბერს, თბილისის ტექნიკურ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერისტეტის, სტუდენტებისათის, განმარტებითი იურიდიული ლექსიკონისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია შედგა.
პრეზენტაციის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ განმარტებით იურიდიულ ლექსიკონის საიტს: www.gil.ge-ის, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ეძლევა დროის უმოკლეს მონაკვეთში, იურიდიული ლიტერატურის დამუშავებისათვის საჭირო ნებისმიერი სამართლებრივი ტერმინის განმარტება მოიძიოს.
პრეზენტაციის მეშვეობითვე, სტუდენტებმა შეიტყვეს იმ პროექტების შესახებაც, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია საგანმანათლებლო პროგრამებმა როგორიცაა: განგრძობადი განათლების პროექტი - რომლის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოში მუდმივად ტარდება საჯარო ლექციები.
ინტერესის საგანივე გახდა სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც ამ მომენტისათვის საქართველოში არსებული ყველაზე მსხვილი სამართლებრივი ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკაში თავმოყრილია 16000-მდე სამართლებრივი ლიტერატურა, როგორც წიგნებისა და სტატიების ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების სახითაც.
სააპელაციო სამართლოს ინიციატივით უკვე 2 წელია ფუნქციონირებს უფასო იურიდიული დახმარების პორტალი „Probono” - საიტის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს მარტივად შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ თემებზე.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია სასამართლო ტურის შესახებ, რომელიც რეგულარულად ტარდება სააპელაციო სასამართლოში. ტურის ფარგლებში სტუდენტები და მოსწავლეები ისმენენ ლექციას სამართლის შესახებ, ლექციის ბოლოს ხვდებიან მოსამართლეს, ტურის დასკვნითი ნაწილი კი სააპელაციო სასამართლოს დათვალიერებაა.