სააპელაციო სასამართლოს მილოცვა
2014-12-23
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისიის (CEPEJ) ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.

(CEPEJ) -ის მიზანია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების ეფექტურობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესება. მისი მიზნების გასახორციელებლად CEPEJ-ი აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას, განსაზღვრავს საზომ ინსტრუმენტებს და შეფასების საშუალებებს, შეიმუშავებს დოკუმენტებს (მოხსენებები, გაიდლაინები, სამოქმედო გეგმები და ა.შ.), ამყარებს კონტაქტებს სამართლის დარგის პროფესიონალებთან, არასამთავრობო და ორგანიზაციებთან, საინფორმაციო ცენტრებთან და ა.შ. საქართველოს სასამართლოს ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისიასთან (CEPEJ) მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ულოცავს ბატონ ირაკლის სამართლებრივ სივრცეში აღიარებული ორგანიზაციის - ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისიის (CEPEJ) ვიცე პრეზიდენტად არჩევას და უსურვებს მას წარმატებებს.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია