მოსწავლეთა იმიტირებული სასამართლო პროცესი
2014-12-29
შაბათს 27 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მე-60 სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს.
მხარეებმა გაინაწილეს მოსამართლეების, ადვოკატებისა და პროკურორების როლები, ჩაატარეს მოწმის დაკითხვის პროცედურა, პროცესის ბოლოს კი გამოიტანეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან. დაუმეგობრდით სასამართლოს და გაიგეთ უფრო მეტი სამართლის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ.