ქართულ-ამერიკული სკოლა ,,ლოგოსი" სტუმრად სასამართლოში
2015-01-23
22 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი სასამართლო ტური ქართულ-ამერიკული სკოლა ,,ლოგოსის" მოსწავლეებისათვის გამართა.
მსმენელებისათვის პრეზენტაცია ჩაატარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თამარ ერგემლიძემ, რის შემდეგაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს ბატონ ლევან თევზაძეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სასამართლო ტურის ბოლოს მოსწავლეებმა სააპელაციო სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო პერმანენტულად მართავს სასამართლო ტურს, როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
აღნიშნულ შემეცნებით ტურზე დასწრების მსურველებს კი შეუძლიათ დარეგისტრირდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე სასამართლო ტურის კატეგორიაში.