დანაშაული და სამართალი
2015-02-05
აბიტურიენტებს ვისაც აინტერესებთ როგორ მუშაობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, სურთ გაიცნონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები და დაესწრნონ სასამართლო პროცესებს, თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის და სააპელაციო სასამართლოს ორგანიზებით, სთავაზობს კონკურსს „დანაშაული და სამართალი".

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება შეუძლიათ საერთაშორისო სამართლით, სისხლის სამართლითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ მე-12 კლასის მოსწავლეებს.
პირველ ეტაპზე გადასული 90 აბიტურიენტი ქმნის 5 ადამიანისგან შემდგარ 18 გუნდს, შეჯიბრის ნახევარფინალში მონაწილეობას იღებს 18 გუნდიდან საუკეთესო 4 გუნდი, ფინალში ერთმანეთს ხვდება, ქულების საფუძველზე, გამოვლენილი 2 საუკეთესო გუნდი.

• კონკურსში გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ჰააგა, ჰოლანდია).
• ფინალისტები და გამარჯვებული გუნდის წევრები ასევე მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო გრანტსა და სხვა წამახალისებელ ჯილდოებს.

პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება, წინა წლის მსგავსად სააპელაციო სასამართლო, წელსაც მხარს უჭერს საინტერესო საგანმანათლებლო წამოწყებას, რომელიც ხელს უწყობს ახალი თაობის სამართლით დაინტერესებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე;
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია