დრეზდენის უმაღლესი სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი
2015-03-06
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დრეზდენის უმაღლესი სასმართლოს მოსამართლეთა დელეგაციის ხუთდღიანი ვიზიტი დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში, შედგა სამუშაო შეხვედრები, როგორც სააპელაციო ისე საქალაქო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოში შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ხარისხის მენეჯმენტთან, მომხმარებელთა კვლევისა და კვლევების შემდგომი ანალიზის მეთოდები. სტუმრები გაეცნენ კანცელარიის მუშაობის თავისებურებებს, ასევე დააკვირდნენ სხდომის მდივანთა და თანაშემწეების მუშაობის სტილს. სტუმრები დაესწრნენ რამდენიმე სამოქალაქო პროცესსაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შეხვედრის ორგანიზებისათვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და გერმანიის სხვადასხვა სასამართლოებს შორის, ინტენსიური თანამშრომლობა უკვე ორ წელზე მეტია ხორციელდება.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია