მოსწავლეთა იმიტირებული სასამართლო პროცესი
2015-03-23
თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მოსწავლებმა.
იმიტირებული პროცესის დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გამოცემა - "სამართლის ქალაქი".
თბილისის სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.