სტაჟიორთა მისაღები კონკურსი
2015-06-03
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 11 ივნისი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
www.hr.gov.ge, "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "თბილისის სააპელაციო სასამართლო".
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატი.