ევროკავშირის კონკურენციის სამართალი
2015-06-06
2015 წლის 6 ივნისს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსამართლეებისა და მოსამართლის თანაშემწეებისთვის ჩატარდა დისკუსია თემაზე: ევროკავშირის კონკურენციის სამართალი.
დისკუსიას უძღვებოდა საერთაშორისო იურიდიულ ფირმა "კონტრასტის" მმართველი პარტნიორი და ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ფილიპ ტუიტსხავერი.
დისკუსია გაიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ორგანიზებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორგანიზაციული და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.